ამერიკელებს ვაქცინაციის ცენტრებამდე ტაქსით უფასოდ მგზავრობას შესთავაზებენ

ამის შესახებ ინფორმაციას „გარდიანი” ავრცელებს

ვაქცინირების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით დასახული ახალი ღონისძიებების ფარგლებში ხელისუფლებას და ტაქსით მომსახურების კომპანიებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ამერიკელებს ვაქცინაციის ცენტრებამდე „უბერის” და „ლიფტის” ტაქსებით უფასოდ მგზავრობის შესაძლებლობა ექნებათ.

„გარდიანის” ინფორმაციით, ჯო ბაიდენი სტუდენტებისთვის ზოგიერთ დიდ კოლეჯში მაისის და ივნისის განმავლობაში ვაქცინაციის პუნქტების გახსნის შესახებაც გააკეთებს განცხადებას.

გარდა ამისა, შტატები ვაქცინაციის სტიმულირებისთვის ადგილობრივად დასახული ღონისძიებების მხარდასაჭერად მიიღებენ დაფინანსებას.

ჯო ბაიდენის მიერ დასახული გეგმით, 4 ივლისისთვის მოზრდილ ამერიკელთა 70%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც უნდა ჰქონდეს მიღებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...