ამერიკელებს ურჩევენ, გერმანიასა და დანიაში არ იმოგზაურონ

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მოქალაქეებს გერმანიასა და დანიაში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს, რადგან ამ ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი იზრდება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

უწყებას დანიასა და გერმანიაში მოგზაურობასთან დაკავშირებით გაფრთხილების მეოთხე დონე აქვს გაცემული, რაც ნიშნავს, რომ აშშ-ის მოქალაქეებმა ევროპის ამ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი უნდა შეიკავონ.

ამასთან, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ისრაელში მოგზაურობასთან დაკავშირებით მეოთხე დონის გაფრთხილება მესამე დონით ჩაანაცვლა.

კომენტარები
იტვირთება...