ამერიკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

“”ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ნიუ–იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა.”,-ამის შესახებ ინფორმაციას,ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

გიორგი კეკელიძე განმარტავს,რომ ქვინსის ბიბლიოთეკაში გახსნილ ქართული ბიბლიოთეკაში,ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიო–ჩანაწერია თავმოყრილი.

“ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის ძალისხმევით ნიუ–იორკში, ქვინსის ბიბლიოთეკაში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. პროცესი სამი წლის წინ დაიწყო და დღეს სიმბოლურად დასრულდა – ბიბლიოთეკაში ასობით ქართული გამოცემა, ფილმი და აუდიო–ჩანაწერია.

ამერიკაში ვიზიტით, ჩემს თანამშრომლებთან – ლევან თაქთაქიშვილთან და მაია სიმონიშვილთან ერთად ვიმყოფები. წინ კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს ჩვენი ქვეყნისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის ,,ამერიკის ხმას’’, საქართველოს საკონსულოს ნიუ–იორკში, გამომცემლობა პალიტრა L–ს. #გიორგიკეკელიძე #GIORGIKEKElIDZE Georgian Library opened in the Queens Library NYC”,-წერს გიორგი კეკელიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად