“ამერიკაში ყველა ოცნების რეალობად ქცევა შეგიძლია” – ფოთელი ბიჭი, რომელმაც ამერიკელები საქართველოს ჰიმნზე აამღერა

18 წლის არჩილ გვასალია, რომელმაც ამერიკაში თანატოლებს საქართველოს ჰიმნი ასწავლა, „აიპრესთან“ უცხო ქვეყანაში მიღებულ შთაბეჭდილებებზე საუბრობს.

მას, საქართველოს დაზვერვის სასახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა, უცხო ქვეყანაში საქართველოს პოპულარიზაციისთვის, ოფიციალური მადლობის წერილი გამოუგზავნა. არჩილი ამერიკაში FLEX-ის ლიდერთა გაცვლითი პოგრამის ფარგლებში, ერთი წელი იმყოფებოდა და მშობლიურ ქალქში, ფოთში, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. მან ოჰაიოს შტატის ერთ-ერთი წამყვანი სკოლა, უმაღლესი ქულებით დაამთავრა. ამბობს, რომ ამერიკა ის ადგილია, სადაც ოცნებები ხდება, შემდეგ კი ახალი ოცნებები იბადება…

პირველ რიგში, მოგვიყევი როგორი შთაბეჭდილებებით ჩამოხვედი …

ვთლი, რომ ამერიკაში კარგი გამოცდილება მივიღე, გავხდი უფრო დამოუკიდებელი, უფრო სერიოზული. ამერიკელები ქართველებისგან განსხვავებით, აქტიურად არიან ჩართულები სამოქალაქო აქტივობებში. ჩვენ კი, ამ მხრივ, არ ვართ კარგი მოქალაქეები. ამერიკაში გავაანალიზე, რომ აპოლიტიკურობა არის ცუდი, რადგან დემოკრატიული საზოგადოებისთვის აპოლიტიკურობა დამანგრეველია.

როგორც ვიცით ადგილობრივებმა ძალიან კარგად მიგიღეს, დადებითად განეწყვნენ შენს მიმართ, როგორ მოახერხე ეს?

სანამ ჩავიდოდი, დედობილ-მამობილმა ყველას გააცნეს ჩემი თავი და შორიდან უკვე მიცნობდნენ. ფოთში, ასოციაცია „დიოსკურიაში“, მშვიდობის კორპუსის ამერიკელ მოხალისეებთან მიწევდა მუშაობა, ამდენად არ გამჭირვებია ადგილობრივებთან საერთო ენის გამონახვა. მათ ყველაზე მეტად ის დააფასეს ჩემში, რომ თავიდანვე აქტიური ცხოვრება დავიწყე. ჩავერთე თემის, სკოლის სპორტულ თუ შემეცნებით აქტივობებში. სწავლის შემდეგ ვეხმრებოდი ქალაქს ხვადასხვა სმუშაოების შესრულებაში, მაგალითად მივიღე მონაწილეობა საახალწლოდ ქუჩების მორთვაში. სკოლაში გავხდი აკადემიური გუნდის კაპიტანი. ერთ-ერთ თამაშზე შევასრულე ამერიკის ჰიმნი, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.ხშირად აღნიშნავდნენ, რომ უცხოელმა, რომელიც არც არის ამ ქვეყანაში დაბდებული, ასე კარგად შეასრულაო ამერიკის ჰიმნი. ჩემთვისაც დიდი პატივი იყო, რომ სკოლამ ამის საშუალება მომცა.

მოგვიყევი როგორ აამღერე ქართულად თანაკლასელები?

როდესაც ჩემს მიერ ამერიკის ჰიმნის შესრულებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საფეხბურთო და საკალათბურთო შეჯიბრებებზე სისტემატიურად მამღერებდნენ. მხოლოდ ერთ თამაშზე არ მიმღერია და მაშინ წავაგეთ, რაც ძალიან განვიცადეთ. 26 მაისი ახლოვდებოდა და ვთხოვე სიმღერის გუნდის მასწავლებელს, რომელიმე ქართული სიმღერა შეგვესრულებინა. ამ დროისთვის უკვე სკოლაში 35-მდე პრეზენტაცია მქონდა ჩატარებული საქართველოზე და ქართული კულტურით, ენით ძალიან იყვნენ დაინტერესებულები. მითხრეს, ქართული სიმღერის შესრულება ერთგვარი პატივიაო, ძალიან ამაყად ვიგრძენი თავი. თავიდან არც კი განიხილებოდა საქართველოს ჰიმნი, გუნდის ხელმძღვანელმა თავად აირჩია. ბავშვებმა რამდენიმე კვირაში დაამუშავეს სიმღერა. მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი მხოლოდ გუნდის ნაწილმა იცოდა, რადგან ქართული ფონეტიკა ძალიან რთულია, მაინც ვთლი, რომ თითოეულ მათგანს გააზრებული ჰქონდა ჰიმნის არსი.

თავიდან გაგიჭირდა ამერიკელ თანატოლებთან ურთიერთობა? დაგვიხასიათე ისინი, რითი განსხვავდებიან ამერიკელი მოსწავლეები ქართველი მოსწავლეებისგან?

ძალიან მარტივად ავაწყვეთ ურთიერთობა, რადგან ძალიან გახსნილები და მეგობრულები არიან. ყოველთვის ჰქონდათ ათასი კითხვა საქართველოზე, ჩვენს კულტურაზე. მიწვევდნენ თავინთ ოჯახებში, სხვადასხვა ივენთებზე. რაც შეეხება განსხვავებას, ამერიკელი ბავშვები ქართველებისგან რადიკალურად იმით განსხვავდებიან, რომ დამოუკიდებლები არიან. მეცხრე კლასიდან აქვთ საკუთარი შემოსავალი. სკოლის შემდეგ მუშაობენ და უწევთ საკუთარი ხარჯების დაფარვა, კოლეჯის გადასახადსაც თვითონ იხდიან. მათ მშობლები სერიოზულად აღიქვამენ. ვთლი, რომ ამ მხრივ ქართველებთან შედარებით დაწინაურებულები არიან.

როგორია შენი თვალით დანახული ამერიკა?

ჩემი თვალით დანახული ამერიკა არის ფერებით სავსე. საოცარი ფერადოვნებაა ყველგან – ქალაქებში, ხალხში, კულინარიაში. ყოველთვი სიახლის ძიებაში ხარ ამ ქვეყანაში. თუ ხარ შრომისმოყვარე, შეგიძლია ნებისმიერი ოცნება რეალურად აქციო. ამერიკა არის ადგილი სადაც ოცნებები ხდება და შემდეგ ახალი ოცნებები იბადება.

როგორ მოახერხე ამერიკელებისთვის ისე შეგეყვარებინა საქართველო, რომ სურვილს გამოთქვამენ აქ ჩამოსვლის?

„ფლექსის“ პროგრამა ითვალისწინებს გარკვეული რაოდენობის პრეზენტაციების ჩატარებას. სათემო ორგანიზაციბში, თავშეყრის ადგილებში, სკოლებში, მათ შორის ჩიკაგოს ერთ-ერთ ეკლესიაში, საქართველოზე 38-მდე პრეზენტაცია გავმართე. ძალიან გაუჭირდათ იმის აღქმა, რომ საქართველო ჯორჯიის შტატი კი არა, ცალკვე ქვეყანაა. დიდი ინტერესი გამოხატეს ქართული ენის და მუსიკის მიმართ. ყოველთვის დამქონდა ჩემი გიტარა და ვმღეროდი ქართულ სიმღერებს. აღფრთოვანდნენ იმ ფაქტით, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და პირველი ევროპელები სწორედ ქართველები არიან. ასევე მოიხიბლნენ ბუნების სილამაზით, ბიო-მრავალფეროვნებით და სურვილი გამოთქვეს საქართველოში მოგზაურობის.

მომავალში თუ გეგმავ ამერიკაში სწავლის გაგრძელებას და რომელ პეოფესიას გინდა დაეუფლო?

რა თქმა უნდა, მომავალში ვგეგმავ ამერიკაში დავბრუნებას. ამერიკა ჩემთვის უკვე მეორე ოჯახად იქცა. იქ არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ. მინდა შევისწავლო საერთაშორისო ურთიერთობები, გავხდე დიპლომატი, რადგან ვთვლი, რომ 21-ე საუკუნეში რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის ქვეყნებს, ერებს შორის ხიდის აგება და ვთლი, რომ ყველაზე მეტად ამის გაკეთება დიპლომატებს შეუძლიათ.

ავტორი: ანა ჯახაია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...