ამერიკაში, კალიფორნიის შტატში Amazon-ის სადისტრიბუციო შენობა დაიწვა

ამერიკაში, კალიფორნიის შტატში კომპანია “ამაზონის” სადისტრიბუციო შენობა იწვის. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, შენობაში გამაფრთხილებელმა ზარმა 3-ჯერ დარეკე, რის შემდეგ ხანძარი მთელ შენობას მოედო.

ხანძრის ჩასაქრობად სან-ბერნარდინოს ოლქის სახანძრო- სამაშველო ჯგუფი მივიდა.
როდესაც მეხანძრეებმა ხანძრის ჩაქრობა დაიწყეს, შენობის სახურავი მთლიანად ჩამოშალა.
CNN-ის ინფორმაციით, როგორც ქალაქ რედლენსის წარმომადგენელმა კარლ ბეიკერმა განაცხადა, ხანძარი 1 საათის წინაც მძვინვარებდა.
100 -მდე თანამშრომელმა თვითონ მოახერხა ევაკუირება და უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. ასევე, მისივე ინფორმაციით ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის შედეგად “ამაზონის” ვებგვერდებს საფრთხე არ შექმნია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად