ამერიკამ შესაძლოა, “ღია ცის ხელშეკრულება” დატოვოს

თეთრი სახლი “ღია ცის ხელშეკრულებიდან” გასვლის საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის წევრმა, აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელიოტ ენგელმა თავის ვებ-გვერდზე დაწერა.

მისი თქმით, ხელშეკრულება მნიშვნელოვან სამხედრო გამჭვირვალობას უზრუნველყოფს 34 ხელმომწერი ქვეყნისთვის, ხოლო ხელშეკრულებიდან ვაშინგტონის გასვლა მხოლოდ რუსეთისთვის იქნება სასარგებლო.

ელიოტ ენგელის შეფასებით, ეს ნაბიჯი აშშ-ის მოკავშირეების ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს დააზიანებს, ვისთანაც თეთრ სახლს ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაცია არ გაუვლია.

“ღია ცის ხელშეკრულება” – 1992 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებაა. ის ხელს უწყობს ხელმომწერ ქვეყნებს  შორის ერთმანეთის ტერიტორიების შემოწმებას ფრენების ჩასატარებლად, რითაც სამხედრო მოქმედებებს აკვირდებიან. დოკუმენტი არსებული იარაღის კონტროლის ხელშეკრულებებთან შესაბამისობაშია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...