ამერიკამ რუსეთს ულტიმატუმი წაუყენა

თუ რუსეთი არ მიიღებს აშშ-ის წინადადებას სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების (START) გაგრძელების შესახებ, მაშინ დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, “შესვლის საფასური” გაიზრდება. ასეთი ულტიმატუმი კომერსანტთან ინტერვიუში წამოაყენა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა იარაღის კონტროლის საკითხებში მარშალ ბილინგსლიმ.

”მე ვფიქრობ, რომ თუ იმ დროისთვის ჩვენ წინ არ წავალთ, ჩვენ გვექნება მთელი რიგი ახალი პირობები, რომელთა დაჟინებაც მოგვიწევს. ჯერჯერობით ეს წინადადება ძალაში რჩება იმ ფორმით, რომლითაც თავდაპირველად მივიღეთ”, – დასძინა მან და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ამ ხელშეკრულების დადება ხვალ შეეძლება.

ამავე დროს, ბილინგსლიმ თქვა, რომ შეერთებულ შტატებს არ ეშინია რუსეთის მხრიდან შესაძლო უარის თქმის, ხელშეკრულების გაგრძელებაზე. ”ჩვენ ვაპირებთ ბირთვული ძალების მოდერნიზებას. რუსეთმა მეტწილად დაასრულა ბირთვული არსენალის მოდერნიზაცია. ჩვენ ჩვენსას მხოლოდ ახლა ვიწყებთ და უაღრესად მოხარული ვიქნებით, თუკი ამას START ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეზღუდვების გარეშე გავაგრძელებთ”, – განმარტა ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად