ამერიკამ ორი კუბელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

შეერთებულმა შტატებმა გაერო-ში კუბის მისიის ორი წევრი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ მიკრობლოგ Twitter- ზე სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა დაწერა.

მისი თქმით, დიპლომატები ისეთ “საქმიანობაში მონაწილეობდნენ, რომელიც აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას აზიანებს”.

დანარჩენ კუბელ დიპლომატებს მანჰეტენის დატოვება ეკრძალებათ, სადაც მსოფლიო ორგანიზაციის შტაბი მდებარეობს.

14 სექტემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კუბის წინააღმდეგ  სავაჭრო შეზღუდვები 2020 წლის 14 სექტემბრამდე გაახანგრძლივა. მისი თქმით, ეს ” შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს აკმაყოფილებს”.

2015 წელს, შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინა. 2018 წლის ნოემბერში გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 27-ე ჯერ მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ვაშინგტონს მოუწოდებდა, დასრულდეს კუბის წინააღმდეგ ნახევარსაუკუნოვანი ეკონომიკური, სავაჭრო და ფინანსური ბლოკადა. გადაწყვეტილებას მხარი 189 სახელმწიფომ დაუჭირა, აშშ და ისრაელი ტრადიციულად წინააღმდეგი იყვნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად