A1 ბანერი

ამერიკამ მადუროს რეჟიმთან დაკავშირებული კომპანიის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სახელმწიფო კომპანია Minerven-ის წინაღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს შეფასებით, ის ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს არალეგიტიმურ რეჟიმს მხარს უჭერს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg- ი იტყობინება.

სანქციები ევროპელ და ლათინო ამერიკულ ქვეყნებთან ერთობლივი კოორდინაციის შედეგად დაწესდა.
აშშ-ს ფინანსთა მინისტრმა სტივენ მნუჩინმა ნიკოლას მადუროს რეჟიმი ვენესუელის ეროვნული საკუთრების მითვისებაში დაადანაშაულა.

ამა წლის 16 თებერვალს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. სანქციების ე.წ შავ სიაში ხუთი ადამიანი შევიდა, მათ შორის, ნავთობის მინისტრი, PDVSA- ს ხელმძღვანელი მანუელ კევედო.

28 იანვარს, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის ნავთობისა და გაზის კომპანია PDVSA- ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა. კერძოდ, აშშ-მა PDVSA-ს წინააღმდეგ სანქციები დააწესა და კომპანიას 7 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის აქტივები დაუბლოკა. ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ განაგრძონ ვენესუელისგან ნავთობის შესყიდვა, თუმცა თანხა უნდა გადაიგზავნოს დაბლოკილ ანგარიშზე. სანქციების გაუქმების პირობად კი თეთრმა სახლმა ვენესუელის ხელისუფლების ხუან გუაიდოსთვის გადაცემა დაასახელა.

მოგვიანებით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვაშინგტონის მიერ ვენესუელის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაგმო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...