ამერიკამ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

შეერთებულმა შტატებმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოჰამედ ჯავად ზარიფის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელდა.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ზარიფი ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
ასევე, ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ მინისტრი საკუთარი ხალხის მიმართ ირანის ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაულების უკან დგას.
აშშ-ს ხელისუფლება ზარიფს ირანის ხელისუფლებასთან საკონტაქტო პირად აღარ განიხილავს. მათ მოლაპარაკება ქვეყნის სხვა წარმომადგენლებთან სურთ.
თავად მინისტრმა მიკრობლოგ Twitter- ზე დაწერა, რომ სანქციები ვერც მასზე და ვერც მის ოჯახზე ვერ იმოქმედებს.

ივლისის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი ზარიფის წინააღმდეგ შეზღუდვების დაწესებას გეგმავდა.
მოგვიანებით, აშშ-ს ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება გადადო. სანქციების დაწესების წინააღმდეგი იყო ასევე აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად