ამერიკამ ირანელ დიპლომატებს ნიუ-იორკში თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდა

შეერთებულმა შტატებმა ათზე მეტ ირანელ დიპლომატსა და მათი ოჯახის წევრებს ნიუ-იორკში თავისუფლად გადაადგილება შეუზღუდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “როიტერი” ავრცელებს.

დიპლომატები იმავე შეზღუდვებს ექვემდებარებიან, როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯავად ზარიფი, რომელიც ნიუ-იორკში 14 ივლისს ჩავიდა.

ისინი მხოლოდ გაერო-ს შენობის, გაერო-ში ირანის წარმომადგენლობის ოფისის, ირანის საელჩოსა და ჯონ კენედის აეროპორტის ტერიტორიაზე გადაადგილებას შეძლებენ. შეზღუდვების ამოქმედების მიზეზები არ ხმაურდება.

ნიუ-იორკში სხვა ადგილებში გადაადგილებისთვის მათ ნებართვა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა აიღონ. გარდა ამისა, გაერო-ში ირანის მისიის წევრებმა სასტუმროს ნომრები უნდა წარადგინონ, სადაც ისინი იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ წესები ირანის მუდმივი მისიის ყველა წევრზე და მათ ახლო ნათესავებზე ვრცელდება.

მანამდე, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გაერო-ს ეკონომიკურ და სოციალურ საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ვიზა მისცა, თუმცა მას ნიუ-იორკში გადაადგილება შეეეზღუდა.

“ჩვენ ვერ ვხედავთ მიზეზს იმისთვის, რომ ირანელი დიპლომატები ნიუ იორკში თავისუფლად გადაადგილდნენ”, – განუცხადა პომპეომ გამოცემა “The Washington Post”-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...