ამერიკამ და იაპონიამ სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმეს

შეერთებული შტატების და იაპონიის წარმომადგენლებმა თეთრ სახლში გამართულ ცერემონიაზე სავაჭრო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ღონისძიებას ესწრებოდა, შეთანხმებას “ძალიან ძლიერი და გასაოცარი” უწოდა.

ტრამპის აზრით, ის სარგებელს მოუტანს ამერიკელ ფერმერებს, რადგან ხელშეკრულება გაამარტივებს ამერიკელი ფერმერების დაშვებას იაპონიის ბაზარზე.

სექტემბრის ბოლოს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ იაპონიასთან სავაჭრო საკითხზე ახალი ხელშეკრულების გაფორმება იგეგმებოდა.

დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ მინისტრ შინძო აბესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ”ისინი ოფიციალურად აცხადებენ ფენომენალური ახალი სავაჭრო ხელშეკრულების პირველი ეტაპის დაწყებას”. მან დასძინა, რომ მომავალში ამგვარ განცხადებას მეტი განცხადება მოჰყვება.

ტრამპმა განმარტა, რომ გარიგების მიხედვით, იაპონიის ბაზარი 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ამერიკული საქონელისთვის ღია იქნება. სანაცვლოდ, მან პირობა დადო, რომ აშშ-ში ექსპორტზე გატანილი რიგი იაპონური საქონლის მიმართ გადასახადებს გააუქმებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი და ტოკიო ახლა ამ სავაჭრო ხელშეკრულების შემდგომ დებულებებზე მუშაობენ. ”ჩვენ უკვე მეორე ეტაპზე ვმუშაობთ”, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად