ამერიკამ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკების განახლება შესთავაზა

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული განიარაღების საკითხზე მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა,-ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველმა, რობერტ ო’ბრაიანმა Axios– სთან ინტერვიუში განაცხადა.

”ჩვენ ჩრდილოეთ კორეელებს დავუკავშირდით და ვაცნობეთ, რომ მოლაპარაკებების განახლება გვსურს, რომელიც ბოლოს ოქტომბრის დასაწყისში გაიმართა”, -განაცხადა ო’ბრაიენმა.

მან ასევე დასძინა, რომ შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან დაპირებული “საშობაო საჩუქარი ჯერ არ მიუღია”.

“კიმ ჩენ ინი (ჩრდილოეთ კორეის ლიდერი – “აიპრესი”) საშობაო საჩუქრის გაგზავნას დაგვპირდა. პრეზიდენტმა შესთავაზა მას, ვაზა გამოეგზავნა. ჩვენ არც ვაზა და არც სხვა საშობაო საჩუქარი არ მიგვიღია. ეს, როგორც ჩანს, დადებითის ნიშანია”, – განაცხადა ო’ბრაიენმა.

მანამდე, ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კიმ კე გვანმა განაცხადა, რომ ფხენიანი კორეის  ნახევარკუნძულზე ბირთვული განიარაღების საკითხზე შეერთებულ შტატებთან დიალოგის მომხრეა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვაშინგტონი მზად იქნება, ფხენიანის წინაზე ნაკისრი პირობები შეასრულოს, ანუ ყველა სანქცია მთლიანად გააუქმოს.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად