ამერიკა-მექსიკის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინეს

არიზონას შტატის მახლობლად, ამერიკა- მექსიკის საზღვართან გვირაბი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Hill ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გვირაბი ამ კვირაში აღმოაჩინეს.

ამავდროულად, გასული თვის განმავლობაში, ანალოგიური კიდევ ორი მიწისქვეშა ნაგებობება იპოვეს.

“გვირაბი, რომელიც სავარაუდოდ მექსიკის ხელისუფლების მიერაა აგებული, ნარკოტიკების გადატანისა და საზღვრის გასწვრივ ხალხის გადაყვანისთვის გამოიყენებოდა”, – ნათქვამია სტატიაში.

იმის გამო, რომ დემოკრატიული პარტია ამერიკა-მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობისთის  2019 წლის ბიუჯეტში 5 მილიარდი დოლარის გამოყოფას არ თანხმდება, აშშ-ში, 22 დეკემბრიდან “შათდაუნი” გრძელდება (მთავრობის მუშაობის შეჩერება). ფედერალური უწყებები უკვე რამდენიმე დღეა არ მუშაობენ.

აშშ-ში შიშობენ, რომ დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სამხრეთ საზღვართან კედლის აშენებისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე, 5,6 მილიარდი დოლარი გამოყოს, რაც საგანგებო მდგომარეობის დროსაა განკუთვნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად