American Airlines 25 ათას თანამშრომელს უხელფასო შვებულებაში გაუშვებს

ამერიკული ავიაკომპანია American Airlines-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ თავის 25 000 თამაშრომელს უხელფასო შვებულებაში უშვებს.

დოკუმენტის თანახმად, ავიაკომპანია აფრთხილებდა თავის თანამშრომლებს, რომ დიდი ალბათობით კომპანია მათ უხელფასო შვებულებაში გაუშვებდა. მათთვის აგრეთვე გაიცა რეკომენდაცია, რომ შემოდგომისთვის მზად იყვნენ შემცირებებისთვის.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აშშ-ს კონგრესმა აშშ-ს ავიაკომპანიებს 25 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო, რათა კორონავირუსული პანდემიის შედეგების მიუხედავად, მათ თანამშრომლები ოქტომბრამდე შეინარჩუნონ. ქვეყნის შრომის კანონმდებლობა მოითხოვს, რომ დამსაქმებელმა 60 დღის ვადაში აცნობოს თანამშრომლებს თანამდებობიდან გათავისუფლების შესაძლებლობის შესახებ.

American Airlines-ის თანამშრომლების რიცხვი აღემატება 130 ათას ადამიანს. ავიაკომპანიამ 2.2 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი განიცადა 2020 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსული პანდემიის ფონზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად