ამაზონის ტყეების გაჩეხვამ ბოლო 15 წლის განმავლობაში მაქსიმუმს მიაღწია

ბრაზილიაში ამაზონის ტროპიკულ ტყეში ხეების გაჩეხვამ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმაღლეს დონეს მიაღწია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ბრაზილიის კოსმოსური კვლევის სააგენტოს (Inpe) ანგარიშის თანახმად, ტყეების განადგურება წელიწადში 22%-ით გაიზარდა.

ბოლო მონაცემებით, 2020 წლიდან 21 წლამდე პერიოდში დაახლოებით 13 235 კვ. კმ ტყე გაიჩეხა, ეს 2006 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამავდროულად, ბრაზილიის გარემოს დაცვის მინისტრის ხოაკიმ ლეიტეს განცხადებით, ეს მონაცემები „ბოლო რამდენიმე თვის ვითარებას ზუსტად არ ასახავს“.

”ჩვენ ამ დანაშაულებზე საპასუხოდ უფრო მტკიცედ უნდა ვიმოქმედოთ”, – განაცხადა მინისტრმა.

ამაზონზე დაახლოებით სამი მილიონი მცენარე და ცხოველი და ერთი მილიონი მკვიდრი ადამიანი ცხოვრობს. მისი ტყეები სასიცოცხლო მნიშვნელობის ნახშირბადის მარაგია, რომელიც გლობალური დათბობის ტემპს ანელებს.

კომენტარები
იტვირთება...