Amazon-მა, Covid-19-ის ტესტების წარმოებისთვის ლაბორატორიების მშენებლობა დაიწყო

მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინ-რეტეილერმა Amazon-მა, ახალი კორონავირუსის ტესტების წარმოებისთვის ლაბორატორიების მშენებლობა დაიწყო. ეს კომპანიის ერთ-ერთი ინიციატივაა ახალი კორონავირუსისგან თანამშრომლების დაცვის ფარგლებში. შესაბამისი განცხადება კომპანიის ოფიციალურ ბლოგზე ქვეყნდება.

“დავიწყეთ აღჭურვილობის შეგროვება, რომელიც აუცილებელია ჩვენი პირველი ლაბორატორიის შექმნისთვის და იმედი გვაქვს, რომ მალე დავიწყებთ ტესტებსაც ჩვენი კომპანიის წინა ფრონტის თანამშრომლებისთვის”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ტესტების ჩატარება რეგულარულად იგეგმება, მათ შორის მათთვისაც, ვისაც არ აღენიშნება სიმპტომები. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ნაკარნახევია აგრეთვე იმით, რომ ასეთ ტესტებზე წვდომა საკმაოდ შეზღუდულია.

“ჯერჯერობით ჩვენ არ გვაქვს ეფექტიანი ვაქცინა, რომლის მილიარდობით დოზა იქნებოდა ხელმისაწვდომი, იქნებოდა წარმოების მაღალი დონე”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ლაბორატორიის დაპროექტებაში ჩართულია კომპანიის ბევრი სპეციალისტი, დაწყებული სამეცნიერო თანამშრომლებიდან, დამთავრებული პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებით. მშენებლობის დასრულების ზუსტი თარიღის შესახებ კომპანია ჯერჯერობით არაფერს ამბობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად