Amazon-ის მოგებამ III კვარტალში 96.1 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია

ამერიკულმა კორპორაციამ ამაზონმა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში 96.1 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის მოგება ნახა. ამის დასტურია კომპანიის მიერ გამოქვეყნებული კორპორატიული ანგარიშგება.

30 სექტემბრის დასრულებული სამთვიანი პერიოდის განმავლობაში, კომპანიის შემოსავალი 37%-ით გაიზარდა, 2019 წლის მესამე კვარტლის შედეგებთან შედარებით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიამ 70 მილიარდი დოლარის შემოსავალი დააფიქსირა, წელს შემოსავლებმა ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა, რომლის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო არაუმეტეს 92,7 მილიარდი დოლარი.

ამაზონის მოგებამ შეადგინა 6,3 მილიარდი დოლარი, ანუ 12,37 დოლარი თითო აქციაზე. გაყიდვები ჩრდილოეთ ამერიკაში 39%-ით გაიზარდა, ხოლო მსოფლიოში გაყიდვები 37%-ით. ამაზონის სერვისებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა კორონავირუსის ახალი პანდემიის ფონზე. ამერიკელმა მეწარმე ჯეფ ბეზოსმა, რომელიც Amazon-ის ხელმძღვანელია, აღნიშნა, რომ კომპანიამ წლის დასაწყისიდან მინიმუმ 400,000 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად