Amazon-ის იმ საწყობის თანამშრომელს, რომელიც ჯეფ ბეზოსმა მოინახულა, Covid-19 დაუდგინდა

კომპანია Amazon-ის ერთ-ერთი საწყობის თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. სწორედ აღნიშნული საწყობი მოინახულა კომპანიის დამაარსებელმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ჯეფ ბეზოსმა 8 აპრილს. ამის შესახებ Bloomebrg-ი წერს.

თანამშრომელი, რომელსაც ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, ბოლოს სამუშაო ადგილას 6 აპრილს იყო.

“ჩვენი ყოველდღიური პროცედურების შესაბამისად, თანამშრომლის ბოლო სამუშაო დღის შემდეგ, შენობაში გაძლიერებული წმენდა ჩატარდა”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯეფ ბეზოსმა საწარმო FTW6 ოთხშაბათს მოინახულა. ეს ერთ-ერთია იმ 100 ტერმინალიდან, რომელიც მთელი აშშ-ის მასშტაბით არის განლაგებული და სადაც შეკვეთების დახარისხება ხდება. როდესაც ბეზოსმა საწყობი მოინახულა, მას ეკეთა პირბადე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად