ამალი-დევდორაკის ხეობაში 22:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფული პროცესების გააქტიურების გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე შეიზღუდება, თუმცა, ამ წუთებში მოძრაობა აღდგენილია.

"ამალი-დევდორაკის ხეობაში მყოფმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ვითარება ადგილზე შეისწავლეს და მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის საავტომობილო გზის 134-კმ – 135კმ მონაკვეთზე,ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სიტუაციის დეტალურ შესწავლამდე უსაფრთხოების მაქსიმალური უზრუნველყოფის მიზნით ავტომობილების გადაადგილება 22 სთ-დან დილის 6 სთ-მდე კვლავ შეიზღუდება", – ნათქვამია გარემოს დაცვის სააგენტოს გავრცელებულ განცხადებაში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად