ამ წუთებში, შსს-ში უწყებათაშორისი კომისიის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

თბილისში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით შს მინიტრი გიორგი გახარია უწყების სხვა თანამშრომლებთან ერთად სამუშაო შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ასევე ესწრება განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, რომელმაც ჟურნალისტებთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა ის შეხვედრის დეტალებზე მისი დასრულების შემდეგ ისაუბრებს. 

შეხვედრაზე სავარაუდოდო შს მინისტრი მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგიკულ შემთვევაზე და სამომავლოდ დანაშაულის პრევენციის მიზნით შს სამინისტროსა და განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროებს შორის თანაშრომლობის გაღრმავებაზე მსჯელობა. 

შესხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება საგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხოების ზომების და მანდატურის სამსახურის როლის გაძლიერებაზე, ასევე მანდატურის სამსახურისა და სამართალდაცავი უწყებების თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად