ამ წუთებში, აბასთუმანში ხანძარს შსს-ს 500-მდე თანამშრომელი ებრძვის

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები, ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყის მასივში გაჩენილ ხანძარს ებრძვიან.

ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.

შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბის თათბირი დაბა აბასთუმანში ჩაატარა, რომელსაც შსს-ს შესაბამისი დანაყოფების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ხანძრის ლიკვიდაციის გეგმა განიხილეს. რთული რელიეფიდან გამომდინარე, ცეცხლის კერების დროული და ეფექტური ლოკალიზებისთვის, შტაბის სხდომაზე ტყის მასივში გზის გაჭრის სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა.

ცეცხლის ქრობის პროცესში  შსს-ს 500-მდე თანამშრომელი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი  მონაწილეობს. ისინი სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში გააგრძელებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად