“ამ წლებს უხარვეზოდ არ ჩაუვლია, – ყველა ამ ხარვეზზე პასუხისმგებლობას ვიღებ”

“ვინაიდან, ეს ჩემი ბოლო მოხსენებაა პარლამენტში და საკონსტიტუციო მანდატს ვამთავრებ, მინდა, ის გამოწვევები შევაფასო, რაც გვქონდა”, – აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წინაშე, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ქადაგიძის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, პირველი შემთხვევაა, როცა ეროვნულ ბანკს ვალი არ აქვს, მისი სავალუტო რეზერვები კი მკვეთრად გაიზარდა.

“2006 წლის შემდეგ, ჯამური საბანკო აქტივები შთამბეჭდავად გაიზარდა – ეს თანხა 22 მილიონ ლარს შეადგენს.

სავალუტო რეზერვი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ნიშანია, მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1994 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ეროვნულ ბანკს ვალი არ აქვს.

2009 წლიდან, საშუალო ინფლაცია, 3 პროცენტს შეადგენდა. ჩვენი კონსტიტუციური მანდატი, სანიმუშოდ გვაქვს შესრულებული.

ამ წლებს უხარვეზოდ არ ჩაუვლია, – ყველა ამ ხარვეზზე, პირადად მე ვიღებ პასუხისმგებლობას, რაც არაერთხელ განმიცხადებია. ეროვნულ ბანკში მიღებული გადაწყვეტილებებიდან, არც ერთი მათგანი არ ყოფილა კანონსაწინააღმდეგო და პირადი ინტერესებით გამომდინარე”, – განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად