“ამ სისტემის დედაც”-ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან აქცია გაიმართა

ავლაბარში, სახელმწიფო ცერემონიების სასახლესთან, დონორთა ყოველწლიური ფორუმის პარალელურად მოძრაობა „შეცვალეს“ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეებმა ადგილზე ბანერი მიიტანეს წარწერით “ამ სისტემის დედაც”

ადგილზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციას შორის.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის წევრები, პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად