“ამ კრიზისს ერთად გადავლახავთ” – ფედერერი კორონავირუსთან ბრძოლასა და ქველომოქმედებაში ჩაერთო

შვეცარიელი ლეგენდარული ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი და მისი მეუღლე მირკა კორონავირუსთან ბრძოლის კამპანიაში ჩაერთვნენ.

ფედერერმა და მისმა მეუღლემ 1 მილიონი შვეიცარიული ფრანკი (857 000 გირვანქა სტერლინგი) გადარიცხეს შვეიცარიაში მცხოვრები იმ ოჯახების დასახმეარებლად, რომლებიც განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. ამის შესახებ წერს BBC.

“ჩვენი წვლილი მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სხვები შეიძლება გაერთიანდნენ გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად. ერთად ჩვენ შეგვიძლია გადავლახოთ ეს კრიზისი! დარჩი ჯანმრთელი!” – განაცხადა როჯერ ფედერერმა.

კორონავირუსთან ბრძოლაში აქტიურად ერთვება საფეხბურთო სამყაროც. მესიმ, რონალდომ და გუარდიოლამ თითო მილიონი ევრო გაიღეს, ხოლო იქამდე ზლლატან იბრაგიმოვიჩმა და ლორენცო ინსინიემ 100-100 ათასი ევრო. ხოლო დელ პიერომ ფონდი დააფუძნა, სადაც 330 000 ევროზე მეტია აკუმულირებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად