“ამ ჯილდოს იმ ადამიანებს ვუნაწილებ, რომლებიც ახლა პაციენტის საწოლთან დგანან”

ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებისთვის დაჯილდოვებულმა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, თავისი ჯილდო  ექიმებს და ექთნებს გაუნაწილა.

„ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა ამ მაღალი ჯილდოსთვის. გულწრფელ მადლობას მოგახსენებთ მთელი სამედიცინო საზოგადოების სახელით და თქვენი ნებართვით მინდა, რომ ეს მაღალი სახელმწიფოებრივი ჯილდო სიმბოლურად გაუნაწილო ყველა იმ ექიმს, ექთანს, ყველა იმ ადამიანს რომლებიც ახლა, ამ წუთებში პაციენტის საწოლთან დგანან ან საოპერაციო მაგიდასთან, ახლა ამ წუთებში მიიჩქარიან ავადმყოფის დასახმარებლად, რადგან მათ გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ის მოკრძალებული მიღწევები რაც განხორციელდა ამ ხნის განმავლობაში." – განაცხადა სერგეენკომ. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჯანდაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი წვლილისთვის, ჯანდაცვის სისტემაში წარმოებული რეფორმებისა და პროგრამების წარმატებით განხორციელებასა და მაღალი პროფესიონალიზმისთვის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად