“ამ ძალას სურს აჩვენოს, რომ ტოლერანტული და დემოკრატიული ევროპა სუსტია”

"როგორც საფრანგეთის პრემიერმა განაცხადა, ევროპაში ომი მიმდინარეობს. მტერი უხილავია, რომელიც რბილ სამიზნეებს ეძებს. მისი მიზანი პანიკის შექმნაა. ამ ძალას სურს აჩვენოს, რომ ტოლერანტული და დემოკრატიული ევროპა სუსტია", – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა. 

"ტერორისტები სოციალური ქსელების მეშვეობით იმ ადამიანთა რეკრუტირებას ახდენენ, რომლებმაც ევროპაში დიდხანს ცხოვრების მიუხედავად, თავი ვერ იპოვეს.

"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში 15 ათასამდე უცხოელი იბრძვის. მათ შორის, ბევრი ევროპული ქვეყნების მოქალაქეა. ეს ის ხალხია, რომელიც ადრე თუ გვიან ევროპას დაუბრუნდება, რის გამოც, ევროპას პრობლემები ექნება", – განაცხადა ჯანჯღავამ 2030-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...