ამ დროისთვის გენერალური პროკურორის ვაკანტურ ადგილზე 14 კანდიდატია წარდგენილი

ამ დროის მონაცმებით, საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 14 კანდიდატია წარმოდგენილი

კანდიდატი N1 – 14.01.2020; გრიგოლ გაგნიძე 
კანდიდატი N2 – 14.01.2020; რაულ გამისონია
კანდიდატი N3 – 14.01.2020; სოფიო შენგელია
კანდიდატი N4 – 14.01.2020; პაატა გაბელია
კანდიდატი N5 – 14.01.2020; ფიქრია ზირაქაშვილი
კანდიდატი N6 – 15.01.2020; ვალერიან ვაჭარაძე
კანდიდატი N7 – 15.01.2020; მერაბ გამყრელიძე
კანდიდატი N8 – 16.01.2020; დავით კოდანაშვილი
კანდიდატი N9 – 16.01.2020; ირაკლი შოთაძე
კანდიდატი N10 – 16.01.2020; დავით ზირაქაშვილი
კანდიდატი N11 – 16.01.2020; ვიქტორ ახალბედაშვილი
კანდიდატი N12 – 16.01.2020; კობა კობახიძე
კანდიდატი N13 – 16.01.2020; დარიკო თორდია
კანდიდატი N14 – 16.01.2020; ვალერი კვანტალიანი

კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა გრძელდება 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით.

წარდგენილ კანდიდატებს შორისაა, საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე.

შეგახსენებთ: გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა “საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა” წარუდგინა.

ირაკლი შოთაძე 2018 წლის 31 მაისს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან გადადგა, ეს პოსტი მას 2015 წლიდან ეკავა. შოთაძის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად