ამ დროისთვის ევროპის რვა ქვეყანაშია დაფიქსირებული კოვიდინფიცირების შემთხვევების რეკორდული რაოდენობა

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სამსახურები განვლილი 24 საათის კოვიდსტატისტიკას აქვეყნებენ.

ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ევროპის რვა ქვეყანაში ახალი ანტირეკორდი ფიქსირდება.
 
ბელგიის ჯანმრთელობის დაცვის ინსტიტუტის მიერ განვლილ 24 საათში დადასტურებული ინფიცირების და გარდაცვალების შემთხვევების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში ბელგიაში 2607 კოვიდინფიცირებული გამოვლინდა, რაც 153-ით მეტია 15 აპრილის რეკორდულ რაოდენობაზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 7 კაცი.
 
სულ, ბელგიაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 121059 შემთხვევა, გარდაცვლილია 10023 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 198,9. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.75.
 
ლიეტუვას ხელისუფლების ინფორმაციის ოფიციალური წყაროს თანახმად, განვლილ 24 საათში ლიეტუვა კოვიდინფიცირების 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 24 სექტემბრის რეკორდული რაოდენობაზე 34-ით მეტია. კორონავირუსით გარდაიცვალა 1 კაცი.
 
სულ, ლიეტუვაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 4956 შემთხვევა, გარდაცვლილია 93 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 51,3. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.22.
 
სამთავრობო საიტ stopcov. ge-ს ინფორმაციით, განვლილ 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 453 შემთხვევა დადასტურდა, წინა დღის რეკორდულ რაოდენობაზე 5-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 5 კაცი. დღის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა საქართველოში პირველად დაფიქსირდა
 
კოვიდინფიცირების შემთხვევების 16 აპრილის რეკორდული მაჩვენებელი (42) 8 სექტემბრიდან 17-ჯერ შეიცვალა, ბოლო 5 დღის განმავლობაში კი 5-ჯერ.
 
სულ, საქართველოში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 7093 შემთხვევა, გარდაცვლილია 46 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 106,9-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.73
 
უკრაინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში გამოვლინდა 4633 კოვიდინფიცირებული, 564-ით მეტი გუშინდელ რეკორდულ რაოდენობაზე. კორონავირუსით გარდაიცვალა 68 კაცი.
 
სულ, უკრაინაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 217661 შემთხვევა, გარდაცვლილია 4261კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 110,4. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 1,82.
უნგრეთის ხელისუფლების მიერ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილი 24 საათში უნგრეთში კოვიდინფიცირების 1322 შემთხვევა დაფიქსირდა, 20 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 252-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 17 კაცი, რაც 17 აპრილის რეკორდული მაჩვენებლის გამეორებაა.
 
სულ, უნგრეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 28631 შემთხვევა, გარდაცვლილია 798 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 129,7-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 1,34.
 
პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 2292 შემთხვევა, წინა დღის რეკორდულ მაჩვენებელზე 325-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 27 კაცი.
 
სულ, პოლონეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 95773 შემთხვევა, გარდაცვლილია 2570 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 48,7. გარდაცვალებულა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0.79.
 
სლოვენიის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში კოვიდინფიცირების 238 შემთხვევა დაფიქსირდა, 30 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 35-ით მეტი. კორონავირუსით გარდაიცვალა 2 კაცი.
 
სულ, სლოვენიაში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 6103 შემთხვევა, გარდაცვლილია 154 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 91,8-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 0,67.
 
რუმინეთის სტრატეგიული კომუნიკაციების ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ნაციონალურ ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, განვლილ 24 საათში რუმინეთში კოვიდინფიცირების 2343 შემთხვევა გამოვლინდა, რაც 30 სექტემბრის რეკორდულ რაოდენობაზე 185-ით მეტია. კორონავირუსით გარდაიცვალა 53 კაცი.
 
სულ, რუმინეთში გამოვლენილია კოვიდინფიცირების 132001 შემთხვევა, გარდაცვლილია 4915 კაცი.
 
ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 113,4-ს. გარდაცვალებულთა რაოდენობა ყოველ 100 000 კაცზე არის 2,89.
 
შეგახსენებთ, რომ გუშინ ანტირეკორდი დაფიქსირდა ევროპის 6 ქვეყანაში: მოლდოვაში, პოლონეთში, საქართველოში, სლოვაკეთში, უკრაინაში და ჩეხეთში.
აგრეთვე შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის მიერ ევროკავშირის ქვეყნებისთვის რეკომენდირებული პრინციპის თანახმად, სასაზღვრო შეზღუდვები არ უნდა შეეხოს იმ ქვეყნის მცხოვრებლებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 50-მდეა ან კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-მდეა და დადებითი ტესტების რაოდენობა არ აღემატება 3% და უნდა შეეხოთ იმ ქვეყნებს, სადაც კოვიდინფიცირების შემთხვევები 150-ზე მეტია ან 50-ზე მეტია და დადებითი ტესტების რაოდენობა სჭარბობს 3%-ს.
 
საქართველოში 14 სექტემბრიდან ინციდენტობის მაჩვენებელს გამოითვლიან როგორც ორი კვირის მანძილზე ყოველდღიური ინციდენტობების საშუალოს. ასეთი მეთოდით დათვლილი ბოლო ორი კვირის ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 კაცზე შეადგენს 7,64-ს, ხოლო ბოლო კვირის კი 9,34-ს.
 
საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტების თანახმად, მაღალი რისკის ქვეყნებად მიიჩნევიან 100 ათას მოსახლეზე 19-ს ზევით ინციდენტობის მაჩვენებელის მქონე ქვეყნები. მისი თქმით, 100000 მოსახლეზე 10-ზე ნაკლები ინციდენტობის მქონე ქვეყნები, პირობითად, მუქ მწვანე ზონაში მყოფებად განიხილებიან.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად