ალჟირში, საპროტესტო აქციაზე 75 ადამიანი დააკავეს

ალჟირში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად, 75-მდე დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პარასკევს ასობით ათასი ადამიანი ალჟირის ცენტრალურ ნაწიში შეიკრიბა. ეს პრეზიდენტ აბდელ აზიზ ბუთეფლიკას 20-წლიანი მმართველობის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური საპროტესტო აქცია იყო მას შემდეგ, რაც გასული თვის დასაწყისში არეულობა დაიწყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად, 11 პოლიციელი დაშავდა.

შეგახსენებთ, ალჟირსა და სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო გამოსვლებში ათეულობით ადამიანი მონაწილეობს. ისინი მოითხოვენ, რომ პრეზიდენტმა აბდელ აზიზ ბუთეფლიკამ მეხუთე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრაზე უარი თქვას. ეს ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქციებია 2011 წლის შემდეგ.

პროტესტის შედეგად, ბუთეფლიკამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. შედეგად, 18 აპრილს დაგეგმილი არჩევნები გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...