ალუდა ღუდუშაური: გიორგი გახარიამ ბოდიში უნდა მოიხადოს, ისეთ ადგილზე ჩაიკეტოს, რომ განცხადება არ გააკეთოს

ვინ, ვინ და ბატონი გახარია ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში მაინც უნდა იყოს ჩუმად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა

ის გამოეხმაურა ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის გიორგი გახარიას განცხადებებს 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით.

“ამ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს. ძალიან მარტივია, ბატონ გახარიას ამ და ბევრი სხვა განცხადების გაკეთების მორალური უფლება არ აქვს. ეს ის ბატონი გახარია ხომ არ არის, პანკისის მოვლენების ავტორი რომ არის? ეს ის ბატონი გახარია არ არის, სადაც ჯერ სპეცოპერაცია დაგეგმა, შემდეგ გამოვიდა და ბოდიშით დაიწყო. პარლამენტთან შეკრებილ ადამიანების, მომიტინგეებთან მიმართებაში როგორ იქცეოდა? რაზე ვსაუბრობთ, რომელ უუნარობაზე?!

მგონი პანკისის მოვლენები კარგად გვახსოვს“, – აღნიშნავს ღუდუშაური და ასევე დასძენს, რომ „ ის სიტუაციაა, ფიქრობდეს ისეთ ადგილზე ჩაიკეტოს, რომ განცხადება არ გააკეთოს, რომელსაც ფანჯარაც არ ექნება, რომ ჟურნალისტმა რამე არ ჰკითხოს. უტიფრობასაც ხომ საზღვარი აქვს?!“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები
იტვირთება...