ალუდა ღუდუშაური: არ მგონია, რომ დღევანდელი აქცია განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა

“არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია.”

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციის ლიდერების მიერ ნიკა მელიას მხარდამჭერი დღევანდელი აქციის კომენტირებისას ჟურნალისტებთან განაცხადა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის მიერ დაგეგმილი დღევანდელი აქცია კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში ჩატარდება.

„ვფიქრობ, საპროტესტო აქცია ჩატარდება კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში. არ ვფიქრობ, რომ ვინმეს თავი გაუცხელდება და ისეთ მოქმედებას განახორციელებს, რომელსაც მათი მხრიდან საზოგადოებაც მიჩვეულია. არ მგონია, რომ რაიმე განსაკუთრებული ხდებოდეს. ადამიანებს არ ვითვლით, მაგრამ ეს აქციები ხალხმრავლობით არ გამოირჩევა, არანაირი განსაკუთრებული მობილიზაცია არ არის. არ მგონია, დღევანდელი აქცია იმისგან რაიმეთი განსხვავებული იქნება, როცა უგულავა 15 ადამიანთან ერთად რუსთაველის გამზირზე დადიოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

დასმული კითხვის საპასუხოდ, რატომ არის პოლიციის მობილიზაცია საკანონმდებლო ორგანოში, ალუდა ღუდუშაურმა განაცხაცხადა, რომ პარლამენტი არის ერთ-ერთი სახელმწიფო ობიექტი და სახელმწიფო დაცვის სამსახური იღებს პროტოკოლით გათვალისწინებულ იმ ღონისძიებებს, რომელიც აუცილებელია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...