ალპანა-ცაგერის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ალპანა-ცაგერის გზის მე-7 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

“ძლიერი წვიმის შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-7 კმ-ზე ჩამოსულია მიწა-კლდის შვავი. რის გამოც, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.” – ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
იტვირთება...