ალმატის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ალმატის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ ბაღი რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა ტენდერი რამდენჯერმე ჩაიშალა.

“ბაღი სარემონტოა, ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. ამის შემდეგ ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, პროექტის შესყიდვა მოხერხდა. ახალი ტენდერი, ახლა სამშენებლო კომპანიის გამოსავლენადაა ჩასატარებელი. ამ კალენდარული წლის განმავლობაში, სააღმზრდელო პროცესი ვერ დაიწყება” – განაცხადა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ზაზა ზაუტაშვილმა.

ალმატის საბავშვო ბაღის 20 აღსაზრდელი ამ ეტაპზე მეზობელი სოფლების, საბუისა და გრემის სოფლების საბავშვო ბაღებში არიან განაწილებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად