ალხას ხვიცინია: ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ხალხის გაერთიანება უნდა დაიწყოს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ალხას კვიცინიამ სააგენტო Sputnik-abkhazia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ახალმა, დე ფაქტო პრეზიდენტმა ხალხის გაერთინება უნდა დაიწყოს.

”ქვეყნის ახალმა ლიდერმა ნაბიჯები უნდა გადადგას, რომლებიც ხალხს გააერთიანებს. თქვენ ვერ შეძლებთ ხალხი მეგობრებად და უცხო ადამიანებად დაყოთ. მესმის, რომ არსებობს პროფესიონალებისა და სანდო ადამიანების გუნდი, მაგრამ თუ უფრო ფართო წრეს განვიხილავთ – ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, მინისტრები, ბიზნეს ობიექტების ხელმძღვანელები. რატომ შეცვალეთ ისინი? თუ ამ გზას გასცდებით, მაშინ იგივე მოხდება, რაც მოხდა ”, – განაცხადა კვიცინიამ.

“ცესკოს” მონაცემებით, ბოლო ე.წ. არჩევნებში, ოპოზიციის კანდიდატმა ალხას კვიცინიამ მეორე ადგილი დაიკავა და რაულ ხაჯიმბასთან დამარცხდა.

როგორც ცნობილია, ოპოზიციური ძალების ბლოკის ხელმძღვანელი, ოკუპირებული აფხაზეთის დეპუტატი, ასლან ბჟანია აცხადებს, რომ დაგეგმილ ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

რაულ ხაჯიმბამ თანამდებობის დატოვება ოპოზიციის მხრიდან ზეწოლის ფონზე გადაწყვიტა, რომლის ლიდერებმა 2019 წლის შემოდგომაზე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების აღიარებაზე უარი თქვეს.

თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებაში, რომელიც რაულ ხაჯიმბამ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს გაუგზავნა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოსტს ტოვებს, რათა ”ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა შენარჩუნდეს”.

რაულ ხაჯიმბას განცხადების შემდეგ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციციც გადადგა. 

ოკუპირებულ აფხაზეთში განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტსაა დაგეგმილი. აღნიშნული გადაწყვეტილება ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მას შემდეგ მიიღო, რაც 10 იანვარს, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა საკასაციო სასამართლომ ასევე განაცხადა, რომ ცესკოს გადაწყვეტილება, რაულ ხაჯიმბას ე.წ. არჩევნებში გამარჯვების შესახებ უკანონო იყო.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად