ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელი გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები სრული დატვირთვით მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა მოადგილე მანუჩარ რობაქიძესთან, მერის წარმომადგენელ იაგო აბჟანდაძესთან, დეპუტატ ბადრი ბუცხრიკიძესთან ერთად სამუშაოები დაათვალიერა და მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით, გამოყოფილი 315 790 ლარით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “მეკა” აწარმოებს. პროექტი გარდამავალია და საერთო ჯამში 1,7 კმ გზის მოწყობაზე 531 790 ლარი დაიხარჯება.

ალისუბანი-სკანდის დამაკავშირებელ გზაზე, რომლითაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, ბეტონი პირველად იგება. გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივი მოსახლეობა მის რეაბილიტაციას ითხოვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად