ალისონი, ვან დეიკი, დე იონგი, მესი – UEFA-მ საუკეთესოები გამოავლინა

მონაკოში ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს.

UEFA-ს გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ლივერპულის მცველი ვან დაიკი დაასახელეს, ხოლო საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ლიონის ფეხბურთელი ლუსი ბრონზი აღიარეს, რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.

UEFA-ს გასული სეზონის საუკეთესო მეკარედ ლივერპულის მეკარე ალისონი დაასახელეს, საუკეთესო მცველი ასევე ლივერპულის მცველი ვან დეიკი აღიარეს. რაც შეეხება ნახევარმცველს ბარსელონას ახალწვეული ფრენკი დე იონგი გახდა, რომელიც გასულ სეზონში აიაქსში გამოდიოდა. ეს წოდება სწორედ ჰოლანდიელს ხვდა წილად. ხოლო საუკეთესო თავდამსხმელად კი ბარსელონას ლიდერი ლიონელ მესი დაასახელეს.

UEFA-ს პრეზიდენტის სპეციალური ჯილდო კი ერიკ კანტონას გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად