ალინა ურუშაძემ ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები მეხუთე ადგილით დაასრულა

ლოზანაში, ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეოთხე საშეჯიბრო დღეს საქართველოს სპორტსმენებმა სამ დისციპლინაში იასპარეზეს.

ფიგურულ ციგურაობაში მოცეკვავე წყვილთა შორის მიხაილ კაიგოროდცევისა და იულია ლებედევა-ბითაძის დუეტს თავისუფალ პროგრამაშიც მე-11 მაჩვენებელი (68.45) აღმოაჩნდა და საბოლოო შედეგების გათვალისწინებითაც ჯამური 115.65 ქულით იგივე ადგილ ერგო.

სამთო მოთხილამურეთაგან გიგანტურ სლალომში სტარტზე გავიდა ნოდარ კოზანაშვილი, მაგრამ პირველი დაშვებისას ტრასა ვერ დაასრულა და ასპარეზობას გამოეთიშა.

დღის ბოლოს, მოციგურავე გოგონათა შეჯიბრებაში ალინა ურუშაძემ ლამაზი თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა, ჯამში 179.50 ქულა დაუგროვდა და საბოლოოდ მეხუთე ადგილი ერგო.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად