ალეკო ელისაშვილი: სერგეენკო რომ არ ყოფილიყო მე საბურთალოზე არ დავდგებოდი

“დავით სერგეენკო რომ არ ყოფილიყო, მე საბურთალოზე არ დავდგებოდი. მამუკა მდინარაძეზე და ვიღაცეებზე ხელის გასვრას ნამდვილად არ ვაპირებდი”, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა გადაცემა “ღამის კურიერში” განაცხადა.

“სერგეენკო რომ დადგა მესიამოვნა კიდეც, რადგან ყველაზე ძლიერი ფიგურა დააყენეს, სადღაც ალბათ იცოდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჩემი დადგომა საბურთალოზე. ამას ამპარტავნებით არ ვამბობ. სასიამოვნოა ასეთ კაცთან პაექრობა.

ვიღაცა გია ვოლსკებზე და წარწყმენდილებზე, რომლებიც ყოფილი ნაციონალები არიან, მე იმათთან დადგომასაც კი არ ვიკადრებდი.

ამ ყველაფერზე სერიოზულად ვფიქრობ, რამდენიმე დღეში ყველა გაიგებს, რა გადაწყვეტილებაც მივიღე”,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსებებთ, 2020 წლის 31 ოქტომრის საპარლამენტო არჩევნებზე პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარი კანდიდატი თბილისში, საბურთალოს რაიონში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო იქნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად