ალიევმა მთიან ყარაბაღში 18 დასახლებული პუნქტის აღების შესახებ განაცხადა

25 ოქტომბერს აზერბაიჯანის არმიამ დაიპყრო ზანგილანის, ჯაბრაილის და გუბადლის რეგიონების 18 დასახლების ტერიტორია. ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხალხთან მიმართვისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ზანგილანის რეგიონში აიღეს ბირინძი ალიბეილი, იკინჩი ალიბეილი, რებენდ და იენიკენდი, ჯებრაილის რეგიონში – გოვშუდლუ, სოფულუ, დაგ მაშანლი, ქურდი, ხოვუსლუ და ჩელებალიარი. გუბადლის მხარეში სამხედროებმა აიღეს კონტროლი სოფლებზე: პადარი, ეფენდილარი, იუსიფბეილი, ჩაითუმასი, ხანლიგი, სარიაატაგი, მოლაბურხანი და გუბადლი.

ალიევმა თქვა, რომ ბაქო დაიღალა სადავო ტერიტორიებზე მოლაპარაკებებით. “მოლაპარაკებები მოგვბეზრდა. როდემდე შეიძლება მოლაპარაკება”, – თქვა პრეზიდენტმა. მისივე თქმით, 30 წლის განმავლობაში ეუთოს მინსკის ჯგუფი მონაწილეობდა “კონფლიქტის გაყინვაში”. როგორც კი აზერბაიჯანმა “თავისი მიწების განთავისუფლება” დაიწყო, მასზე ზეწოლა მოახდინეს.

25 ოქტომბრის საღამოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ზოჰრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი ვაშინგტონში შეთანხმდნენ ახალ, უკვე მესამე ზავზე, რომელიც 26 ოქტომბერს უნდა შევიდეს ძალაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად