ალიევი: სომხეთის მიერ განჯაში ჩადენილ დანაშაულს ჩვენ ბრძოლის ველზე ვუპასუხებთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ განჯაში განხორციელებული სარაკეტო დარტყმებს დანაშაული უწოდა და აღნიშნა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის გამო.

”სარაკეტო შეტევები ქალაქ განჯაზე ომის დანაშაულია, სომხეთის ხელმძღვანელობა პასუხს აგებს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვისთვის”, – თქვა მან შაბათს, ქვეყნის მოსახელობისადმი AzTV- ს მიერ გადაცემულ მიმართვაში.

ალიევმა ხაზი გაუსვა იმას, რომ აზერბაიჯანი უპასუხებს “ამ დანაშაულს ბრძოლის ველზე”. ”ჩვენ არ ვბომბავთ მშვიდობიან მოსახლეობას”, – თქვა მან.

აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შაბათს ღამით აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქ განჯაში სარაკეტო დარტყმის შედეგად 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 52 ადამიანი კი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად