ალიევი: ყარაბაღის კონფლიქტი არის ბრძოლა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და მასში ჩარევისაგან ყველამ უნდა შეიკავოს თავი

ბაქოს არ სურს მესამე ქვეყანა ჩაერიოს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა შაბათს, გერმანიის ARD ტელეარხთან გამოქვეყნებულ ინტერვიუში და უპასუხა კითხვას, ელის თუ არა ბაქო თურქეთისგან დახმარებას.

“ჩვენ არ ველოდებით მესამე ქვეყნის ჩარევას. ვერ ვხედავთ რომელიმე ქვეყნის ჩარევის შესაძლებლობას, ვინაიდან ჩვენს გარშემო მყოფი ქვეყნები ჩვენი პარტნიორები და მეგობრები არიან”, – თქვა მან.

”ეს არის ბრძოლა ჩვენსა და სომხეთს შორის და ყველამ თავი უნდა შეიკავოს მასში ჩარევისაგან”, – დასძინა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად