ალიევი: მსურს, რომ საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გახდეს მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთისთვის

მსურს, რომ საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გახდეს მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ამერიკულ ტელეკომპანია „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვიუს სრულ ტექსტს აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ ავრცელებს.

“ახლა რთულია იმის პროგნოზირება, როდის და რა მოხდება. ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ომს ერთი ქვეყანა არ აწარმოებს. ეს ცალმხრივი პროცესი არ არის, თუმცა შემიძლია, გითხრათ, როგორი რეგიონი მინდა ვიხილო. მინდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ღრმა ინტეგრაცია. მსურს, ვიხილო, რომ ოდესმე, მომავალში სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან, საქართველოსთან ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობები გარკვეულწილად გახდება მაგალითი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობებისთვის, რადგან ყველა ომი მთავრდება და მშვიდობა ისადგურებს. ჩვენ ეს ვიცით”, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, მას სჯერა, რომ კონფლიქტის დარეგულირების დიპლომატიური გზა არსებობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად