ალიევი: ჩვენ აღვადგენთ სომხეთთან კომუნიკაციას, თუკი ის ტერიტორიებს გაათავისუფლებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ იგი აღადგენს ყველა კომუნიკაციას სომხეთთან, თუ სომხური მხარე გაათავისუფლებს ტერიტორიებს. იუწყება სააგენტო TASS.

”თუ სომხეთი განახორციელებს კონსტრუქციულ ზომებს და გაათავისუფლებს ტერიტორიებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა კომუნიკაციას გავხსნით”, – თქვა ალიევმა.

ალიევმა დასძინა, რომ მან იცის თურქეთის მთავრობის პოზიცია, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ აპირებს კომუნიკაციების გახსნას, თუ სომხური მხარე დატოვებს მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიებს. ”მაშინ სიტუაცია სამხრეთ კავკასიაში მთლიანად შეიცვლება”, – თქვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად