ალესანდრო დელ პიერო: ჩემთვის “იუვე” იყო ფასეულობა, დაბრუნება არც შემოუთავაზებიათ

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ნაკრების ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ იტალიურ გამოცემას Corriere della Sera ინტერვიუ მისცა.

ხსენებულ ინტერვიუში იტალიელმა ფეხბურთელმა სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ევრო 2020-ზე და იტალიის ნაკრებზე, პირლოზე, დიბალასა და რონალდოზე.

“ევრო 2020-ზე მთავარი ფავორიტი ერთია – საფრანგეთის ნაკრები. შეგვექმნება შთაბეჭდილება, რომ “ოლ სტარია”. მერე დავაყენებდი ინგლისის და ბელგიის ნაკრებებს. იტალიის ნაკრები კი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, ბადეზე, როგორ განაწილდებიან გუნდები პლეი ოფში, რადგან მსგავს ტურნირებში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ლონდონში გასამართი ოთხთა ფინალი შესაძლებელი მიზანია. რობერტო მანჩინი პირველ რიგში იმიტომ მომწონს, რომ სჯერა იმის, რასაც აკეთებს”, – თქვა დელ პიერომ.

მან ინტერვიუში “იუვენტუსზე” – პირლოს, დიბალასა და რონალდოზეც ისაუბრა:

“ანდრეას [ანდრე პირლო] შეცდომებზე საუბარი მართებულად არ მიმაჩნია. მე არ ვისაუბრებ პირლოს სირთულეებზე, უფრო მგონია, რომ პრობლემები იუვენტუსს ჰქონდა.

რონალდო ის კარიერის ისეთ ფაზაში შევიდა, როცა აღარ შეუძლია იმის გაკეთება, რასაც 5-10 წლის წინ აკეთებდა. მან საკუთარი თავის დაპროგრამება ამჟამინდელი პოტენციალის შესაბამისად უნდა მოახდინოს, რაც ჯერ კიდევ მაღალია. საჭიროა ალეგრისთან და კლუბთან დააზუსტოს, გააგრძელებენ თუ არა ერთად მუშაობას.

რაც შეეხება დიბალას, მას თავს მნიშვნელოვან ფეხბურთელად ვაგრძნობინებდი და თავდაჯერებას შევმატებდი, რა თქმა უნდა, თუ ეს ნდომა მის მიმართ არსებობს, რისი გაგებაც ჩვენ გარედან არ შეგვიძლია”, – აღნიშნა “იუვეს” ყოფილმა კაპიტანმა.

ჯიჯო დონარუმას “მილანიდან” წასვლის შესახებ კითხვაზე თქვა:

“მე ვერ შევაფასებ მის გადაწყვეტილებას. ჩემთვის იუვე იყო ფასეულობა, მისი გულშემატკივრები ყველაფერზე უკეთესები იყვნენ. სავალდებულო არ არის ყველასთვის ასე იყოს, ამას ვამბობ ყოველგვარი უარყოფითი აზრის გამოთქმის გარეშე”, – ამბობს დელ პიერო.

კითხვაზე, უნდა თუ არა “იუვენტუსის” მენეჯმენტში ყოფნა? – ასე პასუხობს:

“იუვენტუსში მენეჯმენტში დაბრუნება არასდროს შემოუთავაზებიათ. მინდა თუ არა ვიყო იუვესთვის ისე, როგორც ახლა მალდინია მილანში? მასაც დიდხანს მოუწია ლოდინი, ასე რომ დრო ჯერ კდივე მაქვს. ხუმრობა გვერდზე რომ გადავდოთ, კმაყოფილი ვარ იმით, რასაც დღეს ვაკეთებ და ვაშენებ. არ მინდა გარკვეული ფუნქცია მხოლოდ წარსულში გაკეთებული საქმის გამო მქონდეს. ეს ისედაც სამუდამოდ დარჩება და ვერავინ შეძლებს მის წაშლას, ისევე როგორც ჩემს ურთიერთობას იუვესთან. ვისურვებდი, რომ ყოველთვის დასაქმებული ვიყო იმ კუთხით, რისი გაკეთებაც შემიძლია და შემეძლება”, – განაცხადა ალესანდრო დელ პიერომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...