ალექსი დავითაშვილი ზედიზედ მეოთხედ გახდა ვეტერან ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონი

მაროკოს ქალაქ მარაკეშში ვეტერან ძიუდოისტთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა. ორი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ვეტერან ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატიდან – ასეთია ქართველ ძიუდოისტთა ნადავლი.

45-49 წლის ასაკის ვეტერან ძიუდოისტთა შორის ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ვანო გილიგაშვილი (100კგ) და ალექსი დავითაშვილი (+100კგ). კიდევ ერთმა ქართველმა ძიუდოისტმა გივი შარიაშვილმა, რომელიც ვანო გილიგაშვილან ერთად ასპარეზობდა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

“ჯეელ ვეტერანთა” (ასაკი 30-34 წელი) შორის ასპარზობაში ვერცხლის მედლის მფლობელი ილია ძიგურაშვილი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად