ალექსეი ნავალნის კოლონიის მახლობლად მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანენ

რუსეთის პენიტენციალური სამსახურის განაცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნის გადაიყვანენ მისი სასჯელაღსრულების ადგილის მახლობლად მდებარე კოლონიის საავადმყოფოში შეშფოთების გამო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება შიმშილობის გამოცხადების მეოცე დღეს.

„დღესდღეობით ნავალნის მგომარეობა ფასდება, როგორც დამაკმაყოფილებელი, მას ყოველდღიურად სინჯავს თერაპევტი. პაციენტის თანხმობით, მას დაენიშნა ვიტამინებით მკურნალობა“, – წერია სასჯელაღსრულების სამსახურის განცხადებაში.

თებერვლის ბოლოდან კრემლის კრიტიკოსი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ალექსეი ნავალნი იმყოფება პოკროვის გამოსასწორებელ კოლონიაში. საპატიმროში პოლიტიკოსის მდგომარეობა დამძიმდა, მას დაეწყო ძლიერი ტკივილები ზურგსა და ფეხებში. კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მოთხოვნით, 31 მარტს ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა.

კოლონიის ექიმებმა მას ხერხემალზე ორი თიაქარი აღმოუჩინეს. მისი პირადი ექიმი, ანასტასია ვასილიევა, და მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ პოლიტიკოსი არ იღებს ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას. სასჯელაღსრულების ფედერალური უწყება კი აცხადებს, რომ ნავალნის სათანადოდ მკურნალობენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...