ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო, გერმანიამ რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა ახალი სანქციები დააწესოს

გერმანიის მთავრობა არ გამორიცხავს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრების  რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. ამის შესახებ გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის სპიკერმა შტეფენ ზიბერტმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბერლინი თავის ევროპელ პარტნიორებთან ერთად განიხილავს შემდგომ ნაბიჯებს.

მანამდე შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, გერმანიამ და ევროკავშირმა მოსკოვს ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.

მოსკოვის სასამართლომ 2 თებერვალს სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით 3,5 წლით პირობითი პატიმრობა შეცვალა იმავე ვადის რეალური პატიმრობით, ოღონდ გამოაკლო მას 10 თვე, რაც პოლიტიკოსმა შიდა პატიმრობაში გაატარა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...