ალექსეი ნავალნი დააკავეს, მისი ადგილსამყოფელი უცნობია, დაკავებულია კიდე 53 ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ, მოსკოვში, შერემეტევოს აეროპორტში, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავეს. როგორც ბი-ბი-სი-ს რუსული გამოცემა იუწყება, მან პასპორტის შემმოწმებელი პუნქტის გავლაც კი ვერ მოასწრო.

ალექსეი ნავალნი ე. ქ “ნაცრისფერ” ზონაში დააკავეს. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ალექსეი ნავალნის ჩამოსვლასთან დაკავსირებით კიდევ 53 ადამიანია დაკავებული.

შეგახსენებთ, რომ რუსი ოპოზიციონერი, რომელიც მოწამლეს, მკურნალობას გერმანიაში გადიდოდა.

გასული წლის ოქტომბრის თვეში, ევროკავშირი შეთანხმდა, დაეწესებინა სანქციები ექვსი რუსი მოქალაქისა და ერთი რუსული ორგანიზაციის წინააღმდეგ ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლის გამო. ამის შესახებ DPA და AFP ევროკავშირის დიპლომატების განცხადებებზე დაყრდნობით იუწყებოდნენ

შეთანხმება მიღწეულ იქნა ბრიუსელში ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე. ეს გამომდინარეობს ახალი სანქციების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებიდან, რომელიც მიიღეს კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს,” – იუწყება DPA.

სააგენტოს ცნობით, სანქციები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვას და კავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვას. შეზღუდვების მიღება შეიძლება მოხდეს რამდენიმე დღეში.

სანქციების დაწესების შემთხვევაში, რუსეთი სარკის მსგავსი რეაგირებას მოახდენს, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

.

facebook sharing button

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად