ალექსანდრე მოწერელია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროცესს სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ხობის მერთან ერთად, კოლხეთის უბანში გაეცნო. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტში დამუშავებულია 3000 ჰექტარი მიწა.

,,სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები მიმდინარეობს კარგად, ამინდის მხრივ გაგვიმართლა, თუ შევადარებთ შარშანდელ მონაცემებს, გასულ წელს ამ დროისთვის დამუშავებული იყო სულ 200 ჰექტარი, წელს უკვე გვაქვს ხობში 3000 ჰექტარი და სამუშაოები გრძელდება. ერთადერთი პრობლემა რაც გვრჩება ეს არის ტექნიკის დამატება, რაზეც სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“ – განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე აკაკი მალანიას ფართობიც დაათვალიერა, ახალგაზრდა ფერმერი მშობლიურ მუნიციპალიტეტს პანდემიის შემდეგ დაუბრუნდა, ის ხობში სიმინდის დაფნის და მოცვის მოყვანას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად